ზუგდიდში პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 3 პირი: 1993 წელს დაბადებული გ.ჭ. 1977 წელს დაბადებული მ.შ. და 1991 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ბრალდებულები თურქული კომპანიის კუთვნილი "ნისან ნავარას" მარკის ავტომობილს ქალაქ ზუგდიდიდში ფარულად დაეუფლნენ და სოფელ ახალსოფელში, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს. სადაც, შემდგომ რეალიზაციის მიზნით ავტომობილი ნაწილებად დაშალეს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნაქურდალი ავტომობილი დაშლილ მდგომარეობაში და მისივე ნაწილები ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.
სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში თურქეთის მოქალაქეს მანქანა მოპარეს
მასალის გამოყენების პირობები