გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, წალენჯიხის სოფელ მუჟავაში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 6 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული, მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები