სამეგრელოში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები ექსკავატორისა და სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით უკანონოდ ახდენდნენ ქვიშა-ხრეშის მოპოვებას.
შედგა შესაბამისი აქტები, ხოლო ტექნიკა დაილუქა.
მასალის გამოყენების პირობები