რამდენიმე დღიანი დაგვიანების შემდეგ, ჰაწვალისა და თეთნულდის საბაგიროები ოფიციალურად გაიხსნა. "მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" ამბობენ,
რომ ელექტროენერგიასთან დაკაშირებული პრობლემა აღმოფხვრილია და ვიზიტორების მიღება დღეიდან დაიწყეს.
საბაგიროები 10:00-დან 16:00 საათამდე მუშაობს, ხოლო შაბათ-კვირას - 10:00-დან 17:00 საათამდე.
ინფორმაციისთვის, სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, მესტიაში ზამთრის სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა მუშაობის დაწყება
არასტაბილური ელექტროენერგიის მიწოდების გამო დაგვიანდა.
თეთნულდზე 4 საბაგირო და 30 კმ-იანი 8 სათხილამურო ტრასაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე. ჰაწვალს კი 2 საბაგირო და 7 კმ-იანი 5 სათხილამურო გზა აქვს.
კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან 15 კმ-ში მდებარეობს. ჰაწვალი კი მესტიიდან 8 კმ-შია.
მასალის გამოყენების პირობები