თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში ზუგდიდიდან კვლევისთვის გასულ კვირაში გაგზავნილი "ომიკრონის" საეჭვო ნიმუშების პასუხები ცნობილია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში დადასტურებულია 8 შემთხვევა, ყველა მათგანი ზუგდიდს უკავშირდება.
"მოძიებულია მათი კონტაქტები, როგორც ირკვევა არ ჰქონდათ ბევრ პირთან შეხება, სულ 8 პირი გამოვლინდა და ისინი უკვე იმყოფებიან თვითიზოლაციაში", - ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებაში.
ამავე ცნობით, იკვლევენ კიდევ რამდენიმე შემთხვევას, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გააგზავნეს.
მასალის გამოყენების პირობები