სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. ისინი რუხის კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
მათგან ორი, 65 წლამდე მამაკაცი და 85 წლის ქალი, ზუგდიდის მაცხოვრებლები იყვნენ, ხოლო 83 წლის მამაკაცი სენაკში ცხოვრობდა.
ამავე ცნობით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 180 პაციენტი. რეგიონის კოვიდკლინიკებში 250-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.
ინფორმაციისთვის, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 721 პირს
დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები