ახალი ამბები
TI: სენაკის საკრებულოს ყოფილმა წევრმა კომპანია გააჩუქა და ტენდერებს ისევ იგებს
„ქართული ოცნებიდან” სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის დათო ადამიას კომპანია შპს „დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში ამჟამად შეცვლილი მონაცემებით მონაწილეობს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. აქვე ვკითხულობთ, რომ 2021 წლის ივნისიდან „დაგის” ახალი სახელი არის „მენათი” და მას ამ პერიოდში სენაკის მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 1,389,507 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს მიღებული, მათ შორის 416,614 ლარის ხელშეკრულება “მენათმა” 2022 წლის მარტში მიიღო, როცა სენაკის მერიის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.


2021 წლის თებერვალში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წერდა დათო ადამიას (მათ შორის საკრებულოს წევრობის დროს) და მისი კომპანიის 6,779,143 ლარიან შესყიდვებზე. მოგვიანებით, 2021 წლის ივნისში ადამიამ დატოვა „დაგის” დირექტორის პოზიცია, შპს-ს 100% წილი კი უსასყიდლოდ გადასცა ალექსანდრე ახალაძეს, რომელიც იმავდროულად კომპანიის დირექტორიც გახდა, კომპანიის იურიდიული მისამართი კი ბაღდათშია რეგისტრირებული, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემში - „სხვა მისამართი” სენაკი, ასათიანის ქ.N71-ია მითითებული.

„ზემოთ მოყვანილი გარემობები აჩენს ეჭვს, რომ შპს “დაგის” მონაცემების, წილის მფლობელისა და დირექტორის ცვლილება ფორმალური ხასიათისაა. დათო ადამია, სავარაუდოდ, ცდილობს, დამალოს საკუთარი კავშირი როგორც კომპანიასთან, ისე შესყიდვებში ჩართულობასთანაც.

შპს-ს მონაცემების შეცვლის შემდეგ „მენათმა” 13 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა 6 შემთხვევაში, ექვსივეჯერ შემსყიდველი სენაკის მერია იყო, მიღებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 1,179,311 ლარი შეადგინა. კომპანიამ 3 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ამავე პერიოდში შპს „მენათთან” სენაკის მერიამ 210,196 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ორი ხელშეკრულებაც გააფორმა.

ექვსი ტენდერიდან ხუთი და ორივე გამარტივებული შესყიდვა „მენათმა” მაშინ მიიღო, როცა ადამია ჯერ კიდევ საკრებულოს წევრი იყო.“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „მენათის” და შპს „დაგის” (2021 წლის ივნისამდე) თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.