აფხაზი დეპუტატები სოხუმიდან ცხინვალში "საერთაშორისო დამკვირვებლების" სტატუსით ჩავიდნენ. ვენორ ბებია, ბესლან ემურხბა და ალმას აკაბა სამხრეთ ოსეთის დე
ფაქტო რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურის მიმდინარეობას დააკვირდებიან, წერს "აფსნიპრესი".
გამოცემის ცნობით, აფხაზი "პარლამენტარები" სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საერთაშორისო მონიტორინგშიც იღებდნენ მონაწილეობას".
ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს გაიმართება.
ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. მეორე ტურში პირველ ადგილზე გასული ოპოზიციური პარტია "ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი მოქმედ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს დაუპირისპირდება.
ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ " საპრეზიდენტო არჩევნებს" არ ცნობს თბილისი, ევროკავშირი, აშშ, ეუთო და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, გარდა რუსეთისა და რამდენიმე მისი სატელიტი სახელმწიფოსი.
მასალის გამოყენების პირობები