ზუგდიდის ბულვარში დღეს ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებლის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მედიის თავისუფლებასა და ქვეყნის დასავლურ კურსს ეჭვქვეშ აყენებს.
"სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ, არამხოლოდ ზღუდავს კრიტიკული მედიის თავისუფლებას, არამედ ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს დასავლურ კურსს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არ ეხება პიროვნულად მხოლოდ გვარამიას, არამედ ეხება სიტყვის თავისუფლებასაც და თითოეულ მოქალაქესაც.
ამიტომ, მოდით დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, 18:00 საათზე, ერთად ვიბრძოლოთ მთავარისთვის", - ვკითხულობთ აქციის ანონსში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
ზუგდიდის ცენტრში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქცია 16 მაისსაც
გაიმართა. მას ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს "მთავარი არხის" დირექტორს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები