ავსტრალიელი კინომსახიობის და რეჟისორის, რასელ ქროუს Twitter-ზე დაწერილ ფრაზას: "როგორ ხარ, აფხაზეთო, ყველაფერი კარგადაა?", გამოხმაურება მოჰყვა.
სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის მომხმარებლებმა, კინოვარსკვლავს ადგილობრივი ბუნების ამსახველი ფოტოები გაუზიარეს კომენტარებში და აფხაზეთშიც მიიწვიეს. ქროუს ტვიტს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და მას რესპუბლიკაში "ოფიციალური ვიზიტით სტუმრობა" შესთავაზა.
რასელ ქროუ ახალზელანდიელი ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორია, რომელიც ცნობილია როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა: "გლადიატორი", "ნოე", "ბრწყინვალე გონება", "კარგი წელი"და სხვ.
მასალის გამოყენების პირობები