15 - დან 19 ივლისის ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ამავე ცნობით, მათგან, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 8 პაციენტი გადის. ინფიცირებულთაგან 15, სოხუმის მცხოვრებია, 6 - გუდაუთის და ორი კი ოჩამჩირის.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ლუდმილა სკორიკის ინფორმაციით, ინფიცირებულები ძირითადად "ომიკრონით" არიან დაინფიცირებული. მან აფხაზეთის მოქალაქეებს აცრებისა და სიფრთხილის ზომების
მიღებისკენ მოუწოდა.
აპრილიდან აფხაზეთში Covid-19 - ის საწინააღმდეგო შეზღუდვები მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები