ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს.
ინფორმაციას ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, დირექტორის თანამდებობას ბეჟან წურწუმია დაიკავებს, რომელსაც საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის აღნიშნულ პოზიციაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლაშა შეროზიას წარდგინებით დაინიშნა.
როგორც
"ათინათს" თეატრის პრესსამსახურში უთხრეს, ბეჟან წურწუმია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას უხელმძღვანელებს.
ყოფილმა დირექტორმა
ზურაბ ეგუტიამ წასვლის შესახებ განცხადება 1-ელ აპრილს დაწერა. ის თეატრს 2015 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები