მარტვილში, ანზორ კვაშილავას საცხოვრებელი სახლიდან ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ძვირფასეულობა და თანხა წაიღეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქურდები ღამით სახლში შეიპარნენ, სეიფი გატეხეს და ნივთები წაიღეს.
კვაშილავები ამბობენ, რომ ისინი თანხას შვილის საჩუქრისთვის აგროვებდნენ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ასევე, გამოიკითხნენ ოჯახის წევრები.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, პოლიციას, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებია.
მასალის გამოყენების პირობები