14 წლის საბა მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულ ე.ც.-ს, რომელიც იძულებითი დაცვით სარგებლობს, დროებით სხვა ადვოკატი დაუნიშნეს.
როზეტა ზარქუამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, რადგან მისი თქმით, საქმე არასრულწლოვანს ეხება. ჟურნალისტების კითხვაზე, აღიარებს და ნანობს თუ არა ბრალდებული ჩადენილს, მან უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი შოკშია.
"მე ვერ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა მის დაცვას, როგორც იცით ამ ეტაპზე იძულებით დაცვას ექვემდებარება", - თქვა ზარქუამ.
ამასთან, უფლებადამცველის განმარტებით, მას მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის 1/4-ით შემცირებას განიხილავს.
ე.ც.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
პროკურატურამ ზუგდიდში არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 17 წლის პირი
ზუგდიდში მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს - ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა
მასალის გამოყენების პირობები