სენაკში სამარშრუტო მიკროავტობუსს ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა, შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სენაკის მერის ინფორმაციით, სტაბილურია.
რაც შეეხება სტიქიის შედეგებს, ამ დროისთვის ფოთის რამდენიმე საჯარო სკოლას სახურავი ნაწილობრივ დაუზიანდა, ურთაში კი საბავშვო ბაღს ქარმა სახურავი მთლიანად ახადა.
დაზიანებულია გაზისა და წყლის მილები, ელექტროგადამცემი ბოძები, ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონის მასშტაბით რამდენიმე მუნიციპალიტეტშია შეწყვეტილი.
მასალის გამოყენების პირობები