ზუგდიდში ე.წ სამაიას ბაღის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდის მერიამ თბილისისა და შოთა რუსთაველის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 011 ლარია.
პროექტის მიხედვით, შეიცვლება სკვერის ღობე, სკამები და სანაგვე ურნები, რეაბილიტირდება ტერიტორიაზე არსებული ბილიკები, ამასთან, ბაღში განთავსდება ახალი, მეტალის კონსტრუქციის მქონე ფანჩატური.
2015 წელს აღნიშნულ სკვერში ტრაგიკულად დაღუპული სასულიერო პირის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯვარი აღიმართა. ამისთვის საჭირო თანხები მისმა მეგობრებმა და თანაქალაქელებმა გაიღეს.
მასალის გამოყენების პირობები