“ბერტა ფონ ზუტნერის საერთაშორისო პრემია 2023 – ჟურნალისტებისთვის" დაჯილდოება 15 ნოემბერს გაიმართება.
6 ნომინანტს შორის კი რადიო
“ათინათის” ჟურნალისტი მაია ფიფიაცაა. ის ასოციაცია
“ათინათის” გამგეობის თავმჯდომარემ რუსუდან ყალიჩავამ წარადგინა.
კონკურსანტებს შორის არიან ლალი პაპასკირი, მამუკა ყუფარაძე, გოგა აფციაური, ირაკლი ჩიხლაძე და ელისო ხუტკუბია.
“ბერტა ფონ ზუტნერი იყო არა მხოლოდ წარმატებული ჟურნალისტი, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი პირველი ქალი პოლიტიკური ჟურნალისტი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო თავისი იდეებისა და მშვიდობის გამორჩეული მებრძოლი, ასევე სამშვიდობო მოძრაობების ფუძემდებელი, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ფოკუსში 2023 წელს სამშვიდობო ჟურნალისტიკა მოექცა”,-ვკითხულობთ ორგანიზატორების განცხადებაში.
"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია" 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის" ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა, რომელიც ტრადიციულად ზუგდიდში - მშვიდობის ქალაქში გაიცემა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიას ჟურნალისტს გადასცემენ - მერიამ 9 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა
მასალის გამოყენების პირობები