გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებსა და სტუდენტებს ფინანსური დახმარება გაეწევა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსურად დაეხმარებიან, ხოლო ამავე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს 2023-2024 სასწავლო წელს სწავლებას დაუფინანსებენ.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 27-ე სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეწიოს ფინანსური დახმარება და გაგრძელდეს სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება.
2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანათავმჯდომარეობით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მიმდინარეობს სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახელმწიფო პროგრამები“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები