ახალი ამბები
სოხუმში ორწლიანმა პროტესტმა ოდიოზური კანონების პარალიზება მოახდინა, ახლა ბურთი ენგურს გაღმაა - აფხაზი ვეტერანი „აგენტების“ წინააღმდეგ ქართულ პროტესტზე
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
ქართულ-აფხაზური ომის კიდევ ერთი ვეტერანმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არცერთი თავისუფალი საზოგადოება არ დაუშვებს „აგენტების შესახებ კანონის მიღებას იმ ვერსიით, რომელსაც ახლა სთავაზობენ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს“.

„კანონპროექტი ამ სახით ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას „სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საკუთარი ინტერპრეტირების საფუძველზე განსაზღვროს ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების საქმიანობა, როგორც არასასურველის; კანონპროექტი ზღუდავს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა, მათ შორის შრომის, ნების გამოხატვისა და საჯარო ქმედების თავისუფლებას; აშკარა ავტორიტარული და იზოლაციონისტური ორიენტაციის გამო, მნიშვნელოვნად ავიწროებს ამ კანონის მიმღები სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთქმედების დიაპაზონს“, - წერს ბჟანია.

ის მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების“ შესახებ კანონის მიღებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის ჩამოყალიბებას.

„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და რეგიონული პარტნიორობა უკანა პლანზე გადაწევს ჩვენი მეზობლების ევროპული ინტეგრაციის იდეას. და მერე... ვინ იცის, რა კომპრომისების მიღწევა იქნება შესაძლებელი და რა გახდება ამ კომპრომისების საგანი. აფხაზეთი? ეს არ არის გამორიცხული“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, ქართული მხარე "ამას დაჟინებით მოითხოვს" და ზოგიერთი რუსი ექსპერტი "არ მალავს მსგავსი სცენარის ალბათობას და გამართლებას".

„თქვენი თავისუფალი არჩევანის მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც თავად აფასებს საკუთარ თავისუფალ არჩევანს! და ამ კონტექსტში, “ქართული ოცნება”, თავისი ოცნებით, რომ შეზღუდოს საკუთარი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები, შეიძლება არ იყოს ყველაზე პერსპექტიული მომლაპარაკებელი, როცა (და თუ) საქმე ეხება აფხაზეთის მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს. და აფხაზებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ აფასებენ თავისუფლებას“, - აღნიშნა მან.

ახრა ბჟანიამ პოსტში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „ამჟამინდელი ხელისუფლების სუიციდური ინიციატივისადმი წინააღმდეგობის გაწევაზე“ მიუთითა:

„სოხუმში ორწლიანმა პროტესტმა ფაქტობრივად აპარტამენტების, უცხო აგენტების, დასმენის და სხვა ოდიოზური კანონების პარალიზება მოახდინა. ახლა ბურთი ენგურს გაღმაა... შეძლებს თუ არა ქართული საზოგადოება დაიცვას თავისი სამოქალაქო თავისუფლებები და წაადგება თუ არა ის მომავალში, თუნდაც ძალიან მერყევი ფუნდამენტით, ქართულ - აფხაზური ურთიერთობების დარეგულირებას? ვნახოთ!“, - დასძინა მან.

მანამდე, აფხაზმა ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მან სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში აქციის მონაწილეებს. სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის მომხმარებლების ნაწილმა ის გააკრიტიკა, ზოგიერთებმა კი მის პოზიციას დაუჭირა მხარი, „აგენტების“ კანონთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტები სამ კვირაზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.