ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან კვლავ შეიკრიბნენ "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.
სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხვალ თბილისში დიდ მანიფესტაციას უერთდებიან და მანამდე საკუთარ პროტესტს, სიმბოლურად, გუბერნიასთან გამოხატავენ.
ამავე აქციაზე ემიგრანტების მხარდამჭერ მიმართვებსაც მოუსმინეს.
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.
ამავე თემაზე:
„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია ზვიად გამსახურდიას ძეგლთან დასრულდა (ფოტო)
ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
პირველი მოსმენით "აგენტების კანონი" მიღებულია
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
"აგენტების" კანონი მეორე მოსმენით მიღებულია
მოღალატეებო, მალე მოგაკითხავენ - ზუგდიდელ აქტივისტებს უცხო ნომრიდან დაურეკეს და შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართეს (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები