ახალი ამბები
DRI გალში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე საუბრობს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, რუსული პროპაგანდის გავლენა იზრდება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მართულ მედიაში, თუმცა, როგორც ორგანიზაცია წერს, აფხაზური საზოგადოება ამ მესიჯებს სრულად არ იზიარებს.
„უფრო მეტიც, აფხაზები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავისი განვითარების დასავლურ კურსზე იტყვის უარს, აფხაზეთი შესაძლოა საქართველოს და ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლებებმა გაიყონ“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

ამავე ცნობით, პარალელურად, გალის რეგიონში რუსული პროპაგანდა აქტიურობს.

“გალის რეგიონში მოქმედ ჰუმანიტარულ კოლეჯს, რომელიც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს, კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია და აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრი ინალ გაბლია სტუმრობდნენ. მათ ადგილობრივ აუდიტორიას ამცნეს, რომ კოლეჯის წლევანდელ კურსდამთავრებულებს, სურვილის შემთხვევაში, არმავირის უნივერსიტეტში უფასოდ და უკონკურსოდ შეუძლიათ სწავლის გაგრძელება რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის დასაუფლებლად, რისთვისაც უნივერსიტეტი მათ საცხოვრებლით და სტიპენდიით უზრუნველყოფს. რუსული „გულუხვი“ შეთავაზების მიუხედავად, ადგილობრივები ამ წინადადებას ენთუზიაზმით არ შეხვედრიან - შემოთავაზებით შესაძლოა მხოლოდ სამმა ადგილობრივმა ისარგებლოს”, - წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

მათივე ინფორმაციით, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია და დელეგაცია სტუმრობდნენ რუსეთის ფედერაციის ქალაქ იაროსლავლს, სადაც ადგილობრივ მერთან არტიომ მოლჩანოვთან შეხვედრის შემდეგ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გალის რეგიონში რუსული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. იქვე გაფორმდა მსგავსი მემორანდუმი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციასთანაც“.

DRI - ში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ხელშეკრულებები შიშს იწვევენ როგორც აფხაზებს, ისე ქართველებს შორის.

„ოკუპირებული აფხაზეთის ორივე ეთნიკური ჯგუფი შიშობს, რომ ასეთი შეთანხმებების შედეგად შემოსულ რუსულ ფულს რუსი მოსახლეობაც შემოჰყვება. უკვე არის პრეცედენტები, როდესაც ოჩამჩირესა და ტყვარჩელში რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან ჩამოსული ეთნიკური რუსები სოლიდურ თანხად ყიდულობენ სახლებსა და ციტრუსის მეურნეობებს. ადგილობრივების აზრით, რუსეთი მიზანმიმართულად და მეთოდურად ცდილობს აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის შეცვლას, აძლევს რა დაფინანსებას რუსულ ოჯახებს, რომ თუნდაც არაკეთილგანწყობილ აფხაზურ გარემოში, 1990-იან წლებში ეთნიკური ქართველების გამოდევნის შედეგად დაცლილ აფხაზეთის მიწებზე დასახლდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
25 / იანვარი 2025
სოხუმში აცხადებენ, რომ „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის შედეგებიც მედიაში გავრცელდა, „არ იყო შეთანხმებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან. შესაბამისად, ის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა“. ინფორმაციას აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
25 / იანვარი 2025
ზუგდიდში, გუშინ საღამოს, ერთ-ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოს კედელზე სტენსილი გამოჩნდა.
24 / იანვარი 2025
ზუგდიდში, პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციების 58-ე დღეს, მოქალაქეებმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა სინდისის პატიმრებს" გამართეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.