13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში დაღუპული მარიამ ქუთელიასა და დები ზარანდიების საფლავზე იმყოფებოდნენ დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ქალაქის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლებმა ზუგდიდში - ქუთელიას, ხობში კი - ზარანდიების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
მარიამ ქუთელია, ინდირა და ლიზა ზარანდიები 13 ივნისის წყალდიდობას ემსხპერპლნენ. 22 წლის ინდირა ზარანდიას ცხედარი ტრაგედიიდან მეორე დღეს მზიურში, ხოლო ლიზა ზარანდიას ცხედარი მეხუთე დღეს ზოოპარკში იპოვეს.
ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს დაღუპული მარიამ ქუთელიაც წყალდიდობის მეორე დღეს. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამავე თემაზე:13 ივნისის ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა
მასალის გამოყენების პირობები