რეგიონი
გუშინ, საღამოს, მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ვიღაცამ ფესტივალის სიიდან „მოგვხსნა'' - საოჯახო მარანი ,,ოდა“
საოჯახო მარანი ,,ოდა’’, რომელიც მარტვილში მდებარეობს სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც პოსტშია მითითებული, ფესტივალის მონაწილე გასტრონომიული ღონისძიების სიიდან გუშინ საღამოს მოულოდნელად მოიხსნა.

,,ძვირფასო ხალხო, ვიცით, რომ ბევრი ელოდით ოდას სამეგრელოს Gemo Fest - გემო ფესტიზე. ჩვენც მოუთმენლად ველოდით თქვენთან შეხვედრას! სამწუხაროდ, ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბის გაზიარება გვიწევს - გემო ფესტი / სამეგრელო ოდას, მარტვილის მარნის და კიდევ რამდენიმე მოქალაქეობრივად აქტიური, კარგი ადამიანის გარეშე ჩაივლის. მას შემდეგ, რაც ივლისში ფესტივალის საორგანიზაციო გუნდმა მონაწილეობის მისაღებად მოგვიწვია, შემდეგ - ჩვენთვის ყველაზე დატვირთულ სეზონზე შევძელით და ორჯერ ჩავედით ზუგდიდში ჩვენი კერძებით, მოვიგეთ შეფმზარეულების გულები და მათთან ნაყოფიერად ვიმუშავეთ კერძების განვითარებაზე, გუშინ, საღამოს, მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ვიღაცამ ფესტივალის სიიდან „მოგვხსნა. გემო ფესტი უნდა იყოს ლხინი, საყოველთაო სიხარული და ჩახუტება. სირცხვილია ყველაფრის პარტიულად თარგმნა, საზოგადოების „ჩემიანებად“ და „დანარჩენებად“ დაყოფა. გულითადი მოკითხვა ჩვენგან მათ, ვინც თავისი ვიწრო თვალსაწიერით საზღვრავს, თითქოს, ასეთი გაუქმებებით დაგვსჯის, ან გაგვაჩუმებს ასევე, ძალიან. სამწუხარო იქნება, თუ ამ ამბით აღშფოთება პირად საუბრებს არ გასცდება და ხმამაღლა არ დაიგმობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დაფუძნებული "გემო ფესტი" ზუგდიდში 7 – 8 სექტემბერს გაიმართება. ორგანიზატორებით თქმით, პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.

საოჯახო სასტუმრო ,,ოდაზე'' მომზადებული მასალები იხილეთ  ბმულზე:

მეგრულ-აფხაზური გასტრონომიული კულტურა და "ოდაში" გაცოცხლებული ტრადიციული კერძები

პანდემია და ღვინის ექსპორტით გადარჩენილი საოჯახო მარანი მარტვილში (ფოტო/აუდიო)

რადიო ,,ათინათის'' დილის გადაცემის სტუმარი - ქეთო ნინიძე











Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.