მულტიმედია
პანდემია და ღვინის ექსპორტით გადარჩენილი საოჯახო მარანი მარტვილში (ფოტო/აუდიო)
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და ტურიზმის ჩაკეტვამ ამ სფეროში მომუშავე ობიექტების უმეტესობა დააზარალა. წელს სტუმრები თითქმის არ მიუღია მარტვილში საოჯახო მარან "ოდასაც". მის ბაზაზე არსებული რესტორნის და ბიზნესის შენარჩუნება ოჯახმა ადგილზე წარმოებული ღვინის გაორმაგებული ექსპორტის წყალობით შეძლო.  

"ოდას" დამფუძნებელი ქეთო ნინიძე გვიყვება, რომ ოჯახურ მარანში წარმოებული რამდენიმე სახეობის ღვინის 5 ათასამდე ბოთლი გაიტანა საექსპორტოდ ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში, რაც 2 000 ბოთლით მეტია შარშან მათ მიერ ექსპორტირებულ პროდუქციაზე. როგორც მეწარმე ამბობს, პანდემიის გამო, ტურისტები, ფაქტობრივად, არც ჰყოლიათ, სამაგიეროდ, გაიზარდა ინტერესი ქართული ღვინის მიმართ და შესაბამისად, საგრძნობლად იმატა გაყიდვებმაც. "...ჩვენს რესტორანს არ უმუშავია და შესაბამისად, ადგილზე ღვინო, ფაქტობრივად, არ გაგვიყიდია, ან ძალიან მცირე რაოდენობით. ამის მიუხედავად, თითქმის ამოგვეწურა უკვე მარაგი. წელს 2-ჯერ გვქონდა ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტაბებში. გარდა ამისა, გავყიდეთ ღვინო დანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ისრაელში. იაპონიაშიც გაგვაქვს... პარტნიორების უმეტესობასთან უკვე გვქონდა თანამშრომლობა. 7 ქვეყანაში ვყიდდით შარშან. პანდემიამ ორ ქვეყანაზე იქონია გავლენა - შვედეთსა და ავსტრალიაში იმ კომპანიებს ჰქონდათ პრობლემა, ვისაც ჩვენი ღვინო გაჰქონდათ და წელს არ გაუტანიათ. შვედეთი ცოტა სპეციფიური ბაზარია, იქ მთავარი მონოპოლისტი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს იმპორტს, შესაბამისად, მცირე კომპანიებს გაუჭირდათ და გვქონდა წყვეტა. ავსტრალიაში კი მაღალი გადასახადებია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტს ეწევა ქვეყანაში", - გვიყვება ქეთო. 

ახალი პარტნიორები საოჯახო მარანს თავად დაუკავშირდნენ. ჩვენი რესპონდენტი ფიქრობს, რომ "ოდას" ცნობადობის გაზრდა ნაწილობრივ საერთაშორისო პრესაში მათი საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული მასალების დამსახურებაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც უკვე არსებული პარტნიორების რეკომენდაციები აღმოჩნდა. "ვფიქრობ, რომ იმ იმპორტიორებს, რომლებსაც გააქვთ ქართული ღვინო სხვადასხვა ქვეყანაში, აქვთ კომუნიკაცია და კარგი გამოხმაურების შემთხვევაში, ერთმანეთს ეკითხებიან ღირებული პროდუქციის შესახებ. უმეტესობასთან ასე დავიწყეთ თანამშრომლობა. ყველა ჩვენი პარტნიორი ამბობს, რომ ღვინის შინაური მოხმარება გაიზარდა. რაოდენობრივად არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, პირიქით, გაიზარდა მოთხოვნა", - დასძენს მეწარმე.

"ოდას" ძირითადი ასორტიმენტია სამეგრელოში წარმოებული ოჯალეში, ასევე, ადგილობრივად მოყვანილი ცოლიკოური. გარდა ამისა, ღვინო იწურება რაჭაში მოყვანილი ძელშავისგან და ლეჩხუმში დაკრეფილი ორბელურისგან. მეღვინე სასიამოვნო სიახლესაც გვიზიარებს - წელს პირველად დაწურეს საკუთარ ვენახში მცირე რაოდენობით მოყვანილი უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენი - ჭვიტილური.

პანდემიის პირობებში საკუთარი ბიზნესის გადარჩენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიად ქეთო ნინიძე წარმოების დივერსიფიცირებას მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში "ოდა” საწებლების, სუნელების და მურაბების წარმოებას გეგმავს. თვლის, რომ მაღალი სტანდარტებით მომზადებული ასეთი პროდუქცია, თანამშრომლების შენარჩუნებასა და მცირე მოგების მიღებაში დაეხმარება. მომავალ წელს ტურიზმში დიდი თანხების ინვესტირებას არ გეგმავს და ტურისტული ნაკადის გაზრდის შემთხვევაში, რესტორნის სტუმრების გამასპინძლებას "მარტივი და გემრიელი" მენიუთი აპირებს. თუმცა, ამავდროულად ღვინის წარმოების გაზრდა და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება სურს. იმედი აქვს, რომ 2021 წელს ვენახის გაფართოებასაც შეძლებს. "გაისად ტურიზმს საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებით. წელს ეს უკვე შეგვეშალა. არ ვიცოდით პანდემიის მასშტაბები და საკმაოდ დიდი თანხა, რაც დანაზოგი გვქონდა ჩავდეთ ინფრასტრუქტურის მოწყობაში და ისე მოხდა, რომ ფინანსურად საკმაოდ დიდი კვალი დატოვა ჩვენზე. რაც შეეხება ღვინოს, ცოტა უფრო გავზრდით, ალბათ 6 000 ბოთლამდე წარმოებას. გვაქვს შემოთავაზებები იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ვფიქრობთ, რომ პარტნიორობა შედგება", - დარწმუნებულია "ოდას" მფლობელი.

საოჯახო მარანი "ოდა", მეღვინეობის და ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, ქეთო ნინიძემ 2017 წელს მარტვილის სოფელ სალხინოში დააფუძნა, სადაც ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად, 2016 თბილისიდან საცხოვრებლად გადავიდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.