რეგიონი
,,გემო ფესტის'' სიიდან ზუგდიდელი მონაწილე ლიკა როგავა მოიხსნა
ზუგდიდელი ლიკა როგავა გასტრონომიულ ფესტივალში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც მის მიერ გავრცელებული პოსტიდან ვკითხულობთ ის ,,გემო ფესტის’’ მონაწილეების სიიდან მოიხნა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი ის არის რომ, ის ზედმატად ცნობადი სახეა.

,,ამბავი დაიწყო და დასრულდა... Gemo Fest - გემო ფესტი რომელიც სექტემბერში, ზუგდიდში ტარდება, არ ვმონაწილეობ! წუხელ მითხრეს, რომ ზედმეტად ცნობადი სახე ვარ. მიყვარს ასეთი მიზეზები... მადლობა შეფებს, რომ ჩემი იდეა- მეგრული გემო ახლებურად წარმომეჩინა, ბევრი რჩევა და მითითება მომცეს. საოცრად დახვეწილი კერძების გაზიარება მქონდა დაგეგმილი. ყველაფრის ერთმანეთში არევა ტეხავს მეგობრებო!!! გასტრონომია ის კულტურაა, რომელსაც პოლიტიკა არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ... პს. ვისაც ჩემი გემრიელობების დაგემოვნება გაინტერესებთ, პირადში გელოდებით’’, - წერს ლიკა როგავა ფეისბუქ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, ლიკა როგავა 2023 წელს სატელევიზიო პროექტ ,,სამზარეულოს ომებში'' მონაწილეობდა.

ცნობისთვის, ფესტივალის მონაწილეების სიიდან ასევე მოულოდნელად მოიხსნა საოჯახო მარანი ,,ოდა’’, რომელიც მარტვილში მდებარეობს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დაფუძნებული "გემო ფესტი" ზუგდიდში 7 – 8 სექტემბერს გაიმართება. ორგანიზატორებით თქმით, პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
23 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.