ახალი ამბები
აფხაზური ოპოზიცია ე.წ. პარლამენტს რუსულ - აფხაზური შეთანხმების რატიფიცირების გადადებისკენ მოუწოდებს
25 სექტემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტი „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ რუსულ - აფხაზური შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავს. 

როგორც ცნობილია, მოსკოვმა 1 სექტემბრიდან სოხუმს დაფინანსება შეუჩერა, სხვა პირობებთან ერთად, ამ დოკუმენტის დამტკიცების მოთხოვნით.

აფხაზური ოპოზიციის ნაწილი ე.წ. პარლამენტს მოუწოდებს გადადოს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება. განცხადების ავტორები „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას მხრიდან „საკანონმდებლო ორგანოზე უპრეცედენტო ზეწოლაზე“ მიუთითებენ.

„გამოიყენეს ყველაზე ბინძური პოლიტიკური ტექნოლოგიები, რომლებიც აშკარა შანტაჟს ესაზღვრება. ხელისუფლებამ ასევე მოიზიდა გარე დაინტერესებული მხარეები, რომლებიც, დაუფარავად ახვევნ თავს საკუთარ თვალსაზრისს აფხაზ სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმებზე. მოეწყო აქცია საბიუჯეტო დაწესებულებებში ხელმოწერების შეგროვების მიზნით, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა“, - ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პარტიების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“, „აფსნი“, „არუაა“, „აფხაზთა სახალხო მოძრაობა“ და „ჩვენი დედაქალაქი“.

ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ პარლამენტი არის „ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო“ და „პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი“, ხოლო „პარლამენტისადმი ნდობის გაზრდა აპარტამენტების საკითხში დეპუტატების უმრავლესობის მტკიცე პოზიციით არის განპირობებული“.

მანამდე ბჟანიამ აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება არანაირ რისკს არ უქმნის“ სოხუმს.

ინფორმაცია მოსკოვის მიერ სოხუმისთვის დაწესებულ სანქციებზე, სექტემბრის დასაწყისში, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა. 
მისივე ცნობით, ფინანსური დახმარება არ აღდგება, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:

- ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;

— რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;

— რუს ინვესტორებზე შეზღუდვების მოიხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ბინები).

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 25 ივლისს უკან გაიწვია „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი.

დოკუმენტი გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა. "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა. ის აქტიურად ლობირებდა მას.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
10 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს.
10 / თებერვალი 2025
დღეს, 10 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება იყო, რომელიც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა.
10 / თებერვალი 2025
მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღწეულია შეთანხმება დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, „რესპუბლიკის მოსახლეობის საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით”, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.