ახალი ამბები
შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა.
მისი თქმით, მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“, წერს „აფსნიპრესი“.

„ისინი უკვე ამოქმედდა 1 სექტემბრიდან, მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ნათელია, ეს პირველი ასეთი ნაბიჯებია, გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც ყოველ ზამთარს ვიღებთ, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ“, - თქვა მან 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

შამბას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა კოზაკი-ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლის ავთენტურობის შესახებ. მისი თქმით, აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს 19 აგვისტოს შეხვდა, პროტოკოლი კი 26 აგვისტოს შედგა.

„ამ დოკუმენტის დაწერისას ჩვენი პრეზიდენტი აღარ იყო, ამიტომ ვერც ამას დაადასტურებს. პრეზიდენტმა ერთადერთი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ საკითხავი ის იყო, რომ რაღაც ვალდებულება აიღო, რომ ასეთი რამ არ არსებობს. ეს პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული, შეგიძლიათ წაიკითხოთ“, - განაცხადა შამბამ. 

მისივე განმარტებით, სოხუმში ცდილობენ ვითარებაში გარკვევას, რადგან „ოფიციალურად“ დოკუმენტი არ მიუღიათ. 

„მას ვერ განვსაზღვრავთ, ნამდვილ დოკუმენტად, თუმცა საკითხები, რომლებიც იქ დგას არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა შეხვედრებზე“, - დასძინა შამბამ

მან კომენტარი გააკეთა ასევე ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე. შამბამ აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მიღებული სანქციაა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დასმულ კითხვაზე, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ სოხუმის ინტერესებშია, რომ ისინი ნორმალურად განვითარდეს.

„მე არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან დაბრუნება“. 

შამბამ ასევე განაცხადა, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც შეხვედრებს გამართავს, არსებული ვითარებიდან გამოსავლის საპოვნელად, რადგან, მისი თქმით, „თუ სანქციები გაგრძელდება წლის ბოლომდე, ბევრი დაზარალდება". 

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით მოსკოვი სოხუმს შემდეგ პირობებს უყენებს: 

ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;

რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;

რუს ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.