წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ბურდული იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მან რადიო
"ათინათს" დაუდასტურა.
მისი თქმით, კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ მერის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება პირველ მოადგილეზე გადადის.
როგორც ბურდული განმარტავს, მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას ის 2025 წლის ოქტომბრამდე დაიკავებს, რადგან კანონის მიხედვით, საარჩევნო წელს რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება, 2025 წლის ოქტომბერში კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა 2024 წლის 2 ნოემბერს, 54 წლის ასაკში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო
გარდაიცვალა. ის 7 ნოემბერს საგვარეულო სასაფლაოზე
დაკრძალეს.
მასალის გამოყენების პირობები