გია ხარჩილავა დღეს დაკრძალეს. ცოტა ხნის წინ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წინ სამოქალაქო პანაშვილი და გამოსათხოვარი მიტინგი გაიმართა.
მას პატივი მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს.
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა 54 წლის ასაკში ჯანმრთელობის გაუარესების გამო 2024 წლის
2 ნოემბერს გარდაიცვალა.გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.
ყოფილი სპორტსმენი 2006–2010 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავამ ხმათა 51.11% დააგროვა და ქვეყნის ერთადერთი მერი გახდა, რომელიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები