წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები