ახალი ამბები
სოხუმში ე.წ. პარლამენტთან სამხედრო ძალებია მობილიზებული
სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამხედრო ტექნიკა, სპეციალური დანიშნულების რაზმი და საპოლიციო და ძალებია მობილიზებული.

ტელეგრამის არხების თანახამად, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, „დეპუტატებს“ მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ ე.წ. მთავრობის წევრები.

“სამხედრო ტექნიკის მოზიდვა, პოზიციების გამაგრება, 20 დეპუტატის გაუჩინარება, პარლამენტის კედლებთან სამხედრო ძალების და სამართალდამცავების შეკრება. არა, ეს არ არის მტრის თავდასხმა, ეს არის ძალაუფლების პასუხი ხალხის პროტესტზე“, - წერს ტელეგრამის არხი RESPUBLICA.

სესია 11:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებს და ადგილობრივებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

“ხელისუფლების არასათანადო ქმედებებმა, რაც გამოიხატა ჩვენი თანამებრძოლების აქტივისტების სასტიკი დაკავებით, მკვეთრად გაამწვავა ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა.

ჩვენი წინადადება უცვლელი რჩება: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადოს ყველა ის მწვავე საკითხი, რომელიც ყოფს ხალხს და აღელვებს საზოგადოებას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს. თუ ხელისუფლება ამას არ შეწყვეტს, უახლოეს დღეებში შესაძლო შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას“, - მოსახლეობას მიმართა ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ.

აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ, ოპოზიციის მწვავე პროტესტებს ფონზე, განაცხადა, რომ საკმარისი ძალა და საშუალებები აქვთ წესრიგის უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი დღეს, 15 ნოემბერს, გეგმავს განიხილოს „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

მანამდე, 11 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“.
აფხაზური ოპოზიცია ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინაპირობაა.

მანამდე, ოქტომბრის ბოლოს, სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიცირებას. 

შეგახსენებთ, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების მოთხოვნით.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.