სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც "რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს", წერს „აფსნიპრესი“.
ამავე ცნობით, დოკუმენტს მოსკოვში ხელი მოაწერეს ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
ოზგანმა აღნიშნა, რომ “ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს აფხაზეთში ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციაში”.
აქვე აღნუშლია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიკაციას.
ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან რუსეთმა
შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ მიერ წაყენებული პირობების შესრულებამდე.
მასალის გამოყენების პირობები