ახალი ამბები
ყველა კანონი, რასაც რუსეთის ზეწოლით აფხაზეთის დე ფაქტოხელისუფლება იღებს ანექსიისკენაა მიმართული - ჯემალ გამახარია
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ეხმაურება, კერძოდ კი დე-ფაქტო მთავრობის მიერ დაკავებული ადგილობრივი ოპოზიციონერების პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება, რასაც წინ უძღოდა რამდენიმედღიანი მწვავე პროტესტი, ხიდებისა და მაგისტრალების გადაკეტვა.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავს განიხილოს „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი, რასაც გამახარის თქმით, სავარაუდოდ, ისევ მოჰყვება დიდი დაპირისპირება.

„ყველა შეთანხმება, კანონი, რასაც რუსეთის ზეწოლით იღებს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, მიმართულია ანექსიისკენ. ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაიდგას კიდევ ამ მიმართულებით და ამას ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება. ასეთი წინააღმდეგობა იშვიათად მახსენდება, კანონის გატანის წინა დღეებში რომ იყო, იმაზე დიდი უკმაყოფილებაა ახლა... დიდი მუშაობა მიდის, რომ 15 ნოემბერს სოხუმში ისევ, ალბათ, ძალიან დიდი ამბები განვითარდება, ე.წ. ოპოზიცია და საზოგადოება შეეცდება, რომ ინვესტიციების შესახებ ე.წ. კანონის მიღებას ხელი შეუშალოს“, - განაცხადა მან.

მანამდე, 11 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“.
აფხაზური ოპოზიცია ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინაპირობაა.

ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოს სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიცირებას.

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების მოთხოვნით.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
Rakuten Viber-მა, გლობალურმა უსაფრთხო შეტყობინებების პლატფორმამ და სუპერ აპლიკაციამ, კომუნიკაციის დაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ახალი გადაწყვეტილებები გამოუშვა. ამიერიდან, ბიზნესს შეუძლია სწრაფად
დღის სიახლეები
15 / ნოემბერი 2024
ასლან ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებით, ე.წ. ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს მოსკოვსა და სოხუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების კანონპროექტის „პარლამენტიდან“ გაწვევის შესახებ.
15 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტთან გამართულ აქციაზე სროლის ხმა ისმოდა. ადგილობრივი ტელეგარმის არხების თანახმად, შედეგად, არავინ დაშავებულა.
15 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტთან ვითარება იძაბება. ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მომოტინგეები იმყოფებიან, ცრემლსადენი გაზი ან ე.წ. კვამლის ბომბები გამოიყენეს. ინფორმაციას და ვიდეოს ტელეგრამის არხები ავცრელებენ. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.