ახალი ამბები
ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია - ზუგდიდის მე-4 სკოლის მოსწავლეების პროტესტი (ფოტო)
ზუგდიდის მე-4 სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ნაწილი დღეს სკოლის ეზოში შეიკრიბა. მათ გამოფენილი ჰქონდათ ევროკავშირის დროშები და ხელში ეჭირათ პროევროპული შინაარსის პლაკატები.

"ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია. ერთად უკეთესი მომავლისკენ, უთხარი უარი რუსეთს", "გაბედეთ", "როგორ ასწავლით ქართული მწერლობის სიყვარულს, როდესაც თავად სიძულვილის მხარეს დგახართ. თქვენი ხმა მოსწავლის გზას ქმნის", "კმარა მონობა, კმარა მოთმენა, დრო არის ადგეს ერთპირად ერი, ან ბრძოლის ველზე სული დალიოს, ან მოიგერიოს მოსული მტერი", - ვკითხულობთ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ ტრანსპარანტებზე.

ისინი აცხადებენ, რომ დღეს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, პროტესტის გასაგრძელებლად სკოლის დერეფანში გადაინაცვლებენ, შემდეგ კი, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

"ჩემი მოსწავლეები სადაც დგანან, იქ ვდგავარ მეც, როგორც ერთი, რიგითი პედაგოგი. ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, ჩვენი კეთილდღეობისთვის", - ამბობს მათემატიკის მასწავლებელი რადიო "ათინათთან".

მანამდე, ამავე სკოლის მოსწავლეების თვითმმართველობა გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო ძალადობა და სოლიდარობა გამოუცხადა პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებს.

თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს სოლიდარობას ზუგდიდის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობაც უცხადებს. მათი განმარტებით, ახალგაზრდები იცავენ ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას - ევროპასთან ინტეგრაციას.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი 28 ნოემბრიდან აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. აქცია დღესაც გაიმართება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციას მერამდენე დღეა, ძალის გამოყენებით შლის. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, სპეცრაზმმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

ამავე თემაზე:

ჯვარის N3 საჯარო სკოლის უფროსკლასელები უარს აცხადებენ სკოლაში მისვლაზე

ჯი ელ სის ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეებმა საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმეს

ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია - ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

ზუგდიდის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სოლიდარობას უცხადებს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2024
ორსანტიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეხმიანებიან საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას და აცხადებენ, რომ დგანან სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების და ქვეყნის მომავლის დასაცავად.{{VIDEO}}
04 / დეკემბერი 2024
სენაკში, შუახნის კაცმა 50 წლამდე ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
03 / დეკემბერი 2024
თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას ზუგდიდელი ალექსი თირქია დაშავდა. მისი ბიძა, იოსებ ჩანადირი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ 22 წლის ახალგაზრდას ე.წ გაზის კაფსულა წარბის არეში მოხვდა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.