ახალი ამბები
"საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი", - პროტესტის მე -14 დღე ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ.

დღეს აქციის მე - 14 დღეს, ისინი ისევ აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ.

აქციის ორგანიზატორები, მონაწილეები და გამომსვლელები მიმართავენ შეკრებილებს, ისინი მოითხოვენ ბოლო დღეებში დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ხელახალ არჩევნებს, საარჩევნო სისტემის სრული რეფორმით, იმისათვის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფალ გარემოში შეეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები წარწერებით: „მხნეობა და თავისუფლება ყველა პატიმარს“ , „საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი“, „ძირს რუსიფიკაცია“ და სხვა.

ადგილზე დაამონტაჟეს მონიტორი, რომელზეც გამოჩნდება დემონსტრანტების დარბევის ამსახველი ვიდეო კადრები.

28 ნოემბრიდან, საპროტესტო დემონსტრაციები, საქართველოს მასშტაბით იმართება.

ამავე თემაზე:

სამეგრელო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო)

ყოველდღე ქვეყნის სამსახურში - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

ზუგდიდში, პროტესტის მე - 10 დღეს, აქცია ისევ გაიმართება


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

დღის სიახლეები
24 / დეკემბერი 2024
დღეს, 24 დეკემბერს, ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი მერიის შენობის წინ 16:00 საათზე შეიკრიბება, 18:30 საათზე კი საპროტესტო აქცია, მსვლელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებს.
24 / დეკემბერი 2024
სოხუმში ნაძვის ხის ანთების ცერემონია 25 დეკემბრისთვის გადაიდო. მიზეზად, 19 დეკემბერს „პარლამენტში“ მომხდარი სროლა სახელდება, რის შედეგადაც, „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, ხოლო „დეპუტატი“ კან კვარჩია დაიჭრა. სროლაში ეჭვმიტანილს, აფხაზური მედიის მიხედვით, ამ დრომდე ეძებენ.
24 / დეკემბერი 2024
ფოთში ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს ელისო ჯანაშიას 23 დეკემბერს, საღამოს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ჯანაშიამ სოციალურ ქსელში დაწერა და თავდასხმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.