ახალი ამბები
ზუგდიდში, პროტესტის მე - 10 დღეს, აქცია ისევ გაიმართება
ზუგდიდში, დღეს, 7 დეკემბერს, 17 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები, ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ ისევ შეიკრიბებიან.
ამავე ცნობით, დღევანდელი აქციის სლოგანია „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“.  ის, როგორც ვკითხულობთ, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება, დაუკრავენ ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები. 

ზუგდიდში, მოქალაქეები, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, აბიტურიენტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას 9 დღეა აპროტესტებენ.

28 ნოემბრიდან, ხალხმრავალი დემონსტრაციები იმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

მათი მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 - 7 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე 48 ადამიანი, ხოლო სულ, 9 დღის თავზე, „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის“ მუხლებით 386 პირია დაკავებული.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.