ახალი ამბები
ზუგდიდში მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ პროევროპულ აქციაზე - პროტესტის მე - 19 დღე (ფოტო)
დღეს, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც, თითქმის 20 დღეა, აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
გუბერნიასთან იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები, სამოქალაქო სექტორის წევრები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა ასაკის ადამიანები.

74 წლის ავრორა მოსია, რომელსაც ქართული დროშა უჭირავს ხელში, ამბობს, რომ ორ კვირაზე მეტია აქციაზე მოდის. ის თვლის, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა, საფრთხეს უქმნის ქვეყნის და ახალგაზრდობის მომავალს.  

„15 დღეა აქ რომ ვდგავარ, იმიტომ ვდგავარ, რომ ჩემს შვილებს, შვილიშვილებს კეთილი მომავალი ჰქონდეთ. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს გაბრწყინებული და ახალგაზრდებს ჰქონდეთ ყველაფერი საუკეთესო. ვუსურვებ სამშობლოს ევროპისკენ წინსვლას. ისინი, ვინც სახლში არიან, არ არიან, ბებო, მართალი, ძალა ერთობაშია, ერთად თუ ვიდგებით, გავიმარჯვებთ და წავალთ ევროპაში“, - ამბობს ხანდაზმული ქალი.

დღესაც, დემონსტრანტებს ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე პროტესტის გამომხატველი სხვადასხვა ბანერი უჭირავთ.

ამ წუთებში, სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ შეკრებილებს, ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორი , რომელზეც თბილისში მიმდინარე აქციის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვაა შესაძლებელი.


აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა, არჩილ თოდუამ, მცირე ისტორიული ექსკურსი ჩაატარა და გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლები, როდესაც საქართველოში ორჯერ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. მაშინ, მისი თქმით, პირველად არჩეულმა თვითმმართველობამ, როდესაც დადგა პოლიტიკური კრიზისის წინაშე, უფლებამოსილება შეიწყვიტა და ხელახალი არჩევნები გამართა, მათ შორის, ზუგდიდშიც. 

„პირველ რესპუბლიკაში 100 წლის წინ ვირჩევდით მოსალმართლეებს, ვირჩევდით რეგიონულ ხელისუფლებას, ვირჩევდით პირდაპირი წესით თვითმმართველობის ორგანოს, ვირჩევდით რა თქმა უნდა, პარლამენტსაც, და იმდროინდელი არჩევნები იყო დემოკრატიული, მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელ სოციალურ - დემოკრატიულ პარტიას ჰქონდა ხმათა უმრავლესობა პარლამენტში, მათ ერთპიროვნული მართვა ქვეყნის არ დაუწყიათ და პროპორციულად ძალაუფლება გადაუნაწილეს იმ პარტიებს, რომლებიც იმ დროს წარმოადგენდნენ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის, ზუგდიდიც, მაშინაც ოპოზიციაში იყო და აქ სოციალ- დემოკრატებს, გაცილებით ნაკლები ხმა ჰქონდა ვიდრე ცენტრში, რისი ნიშანია ეს? ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ევროპული სახელმწიფო, ჩვენს ქვეყანას აქვს ყველანაირი ცოდნა ევროპული დასავლური სახელმწიფოსი და ერთადერთი, ვინც ამაში ხელს გვიშლიდა ისტორიულად, იყო რუსეთი, და ვინც ამას დაემატა, ესენი არიან ქართველები თუმცა რუსული საქმის მკეთებლები“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მე-18 დღეა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ (ფოტო)

აქცია და მსვლელობა ზუგდიდში - პროტესტის მე - 17 დღე (ფოტო)

"საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი", - პროტესტის მე -14 დღე ზუგდიდში (ფოტო)

ბოლო ათ დღეში, ძალოვნებმა 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს - მედიაომბუდსმენი




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
16 / მაისი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
16 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.