დღეს, 14 დეკემბერს, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები, ზუგდიდელები, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
ისინი, ისევე, როგორც გასული ორი კვირის განმავლობაში, აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩერონ ევროკავშირთან მოლაპარაკებები. სხვადასხვა ასაკის ადამიანები, ამბობენ, რომ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს.
დღევანდელ შეკრებაზე, მათ სიმბოლურად დადგეს ფეხბურთის კარი და თამაშობდნენ ბურთს. აქციის მონაწილეებს, სიმბოლურად ხელში ეჭირათ წითელი ბარათები, რითაც მიანიშნებდნენ, „ქართული იცნების“ მიერ დღეს არჩეულ პრეზიდენტზე, მიხეილ ყაველაშვილზე.
„გახსოვთ ალბათ, „ხალხის ძალაში“ იყო ის, პარტიაში, რომელიც გამოეყო „ქართულ ოცნებას“ რომელიც ხელოვნურად შეიქმნა იმისათვის, რომ რაღაც უფრო რადიკალურად დაეფიქსირებინათ ანტიდასავლური რიტორიკა, რუსულ კანონთან დაკავშირებითაც გვახსოვს მათი რიტორიკა და ა.შ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ იმ რადიკალური პარტიის პოლიტიკური მდივანი იყო სწორედ ყაველაშვილი... გასაგებია, რა კრიტერიუმებით შეირჩა ის პრეზიდენტან და რა პირობებით“, - ამბობს გიორგი თოდუა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, საარჩევნო კოლეგიის მიერ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შეფასებისას.
ის მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფორ მეტ პრობლემებს შექმნიან და პოლიტიკურად დაზიანდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. კრიზისის განეიტრალების ერთადერთი ცივილური გზად ის ხელახალ არჩევნებს მიიჩნევს.
„ვაპროტესტებ არჩევნების გაყალბებას, ძალიან არათანაბარ და არასწორ პირობებში მოგვიწია არჩევნების ჩატარება და ეს იყო სპეცოპერაცია ჩვენი ე.წ. ხელისუფლების მიერ განხორციელებული და შესაბამისად, მას შემდეგ ყოველი მათი ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი,თითოეული მოქალაქისთვის. როგორც დევნილი აფხაზეთიდან, ვგმობ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს, ე.წ. ხელისუფლება და ბოლომდე ვიდგებით აქ, სანამ არ მივაღწევთ იმ მიზანს, რასაც ქვია სამართლიანი არჩევნები და თანასწორ პირობებში ცხოვრება“, - ამბობს, ნინო კემულარია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენის“ წარმომადგენელი.
მოქალაქეების ნაწილი, მე - 17 დღეა უარეთდება საერთო პროტესტს. ზუგდიდელი ექიმი, მალხაზ ჯალაღონია ამბობს, რომ არ შეუძლია იჯდეს სახლში და ტელევიზორში უყუროს მიმიდნარე მოვლენებს, როდესაც, ქართველ ახალგაზრდებს ევროპული მომავლის გზას უკეტავენ და რუსეთისკენ მიაქანებენ.
„იცით რატომ ვარ ამ ქუჩაში, ახალგაზრდებთან ერთად, პირველი ის, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდები და ეს ახალგაზრდები ღირსი არიან, ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ... ჩემი ასაკის ადმიანების მოვალეობაა, რომ მხარში დავუდგეთ მათ, ბოლოს და ბოლოს გავიტანოთ ეს ლელო, რაც არის გასატანი. მეორე მიზეზი არის ის ახალგაზრდები, ჩემი ტოლები, რომლებიც შეეწირნენ, რუსებთან ამ გველეშაპთან ომს, და აი, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, ცოცხლად დარჩენილი ადამიანის , რომ მათი მსხვერპლშეწრივა არ იყოს ამაო; არ გამოუვათ ეს, არ გამოუვათ, რაც მათ დაგეგმილი აქვთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაბრუნდება უკან, რუსეთში, ჩვენი ახალგარზდობა არის ღირსი საუკეთესო და ეს საუკეთესო არის ევროპულ კავშირში გაწევრიანება“, - განმარტა მან.
შეკრებილებს, აქციის ორგანიზატორებმა და გამომსვლელებმა მიმართეს, რის შემდეგავ გაიმართა მსვლელობა, ქალაქის ქუჩებში.
დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი
მიხეილ ყაველაშვილი.
ამავე თემაზე:ზუგდიდში მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ ევროპული გზიდან ქვეყნის ჩამოშორების გასაპროტესტებლად (ფოტო)
ყოველდღე ქვეყნის სამსახურში - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები