თოვის გამო ზუგდიდში მუნიციპალური ავტობუსები შეზღუდული მარშრუტით მოძრაობენ
ზუგდიდში უამინდობის გამო, მუნიციპალური ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებით შეფერხებით მოძრაობენ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მათივე თქმით, დაბალი ზონის სოფლებში, მათ შორის ცაიშის, ჭითაწყარის, კომბინატისა და ანაკლიის მიმართულებით, ამ ეტაპზე, ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ნარაზენის აბასთუმნის, ყულიშკარის და ჯიხაშკარის მარშრუტზე შეზღუდვები მოქმედებს.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აკვირდებიან ამინდის ცვალებადობას და სინოპტიკოსების რეკომენდაციების საფუძველზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებას ყველა მიმართულებით ეტაპობრივად აღადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები