ახალი ამბები
სოხუმი: არჩევნების მეორე ტური შედგა, აქტივობამ 63% შეადგინა
სოხუმში აცხადებენ, რომ 18:00 საათისთვის აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობამ 63% შეადგინა და კენჭისყრაში მონაწილეობა თითქმის 90 ათასმა ადამიანმა მიიღო, შესაბამისად, „არჩევნები“ ჩატარდა.

მანამდე „ცესკოს“ ხელმძღვანელმა დიმიტრი მარშანმა განაცხადა, რომ „არ დაფიქსირებულა ისეთი დარღვევები, რომლებიც შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე“.

დღეს, 1 მარტს, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.

„პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძვის: ოპოზიციონერი ადგურ არძინბა და ყოფილი "პრეზიდენტის" ასლან ბჟანია თანაგუნდელი, ბადრა გუნბა, რომელსაც რუსეთი ღიად უჭერს მხარს.


"საპრეზიდენტო" არჩევნების პირველი ტური, ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა. 

გუშინ, რუსეთის საგარეოო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას აფხაზეთში, რომელსაც რუსეთს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და მოსკოვი მოელის, რომ აფხაზეთში საარჩევნო ციკლის დასრულება, გამოიწვევს რესპუბლიკის სტაბილურობის გაძლიერებას".

ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.