რა მნიშვნელობის მატარებელია ქართულ-მეგრული ლექსიკონი, რომელიც პირველად გამოიცა (ვიდეო)
17:07 / 22.02.2021
რამდენიმე მეგრულ-ქართული ლექსიკონის შემდეგ, პირველად გამოიცა ქართულ-მეგრული ლექსიკონი, რომლის ავტორი ალიო ქობალიაა. მასში 100 ათასზე მეტი სალექსიკონო ერთეულია შესული.
ავტორის ქალიშვილის ნონა ქობალიას განმარტებით, ლექსიკონი მნიშვნელოვანი ეთნოლოგიური ინფორმაციის მატარებელია, რომელიც მეგრელთა წეს-ჩვეულებებს, სახალხო დღესასწაულებს თუ რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებულ ცნებებს მოიცავს. ამასთან, გარკვეული ადგილი უჭირავს ნივთიერი კულტურის აღწერა-დახასიათებას და სიტყვებს მიღმა არსებულ მითოლოგიურ ასპექტებს. შესაბამისად, ეტიმოლოგიური და ენციკლოპედიური ლექსიკონის ნიშნებსაც ატარებს, რაც ზრდის მის საცნობარო ღირებულებას.
"ამდენად ეს პირველი ცდაა ხელი შეუწყოს იმ პრობლემების ნაწილობრივ აღმოფხვრას, რომელსაც მეგრული ენის შემსწავლელები, განსაკუთრებით სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, პირველ რიგში, ენათმეცნიერები და ეთნოგრაფები აწყდებიან მეგრული ენის არ ცოდნისა და მისი გავრცელების არეალში შენარჩუნებული ტერმინოლოგიისა და ცნებების ნაკლები მისაწვდომობის გამო, თუმც კი მათი ინტერესი მეგრული სამყაროსადმი, როგორც ენობრივი, ისე მსოფლმხედველური და პრაქტიკული საქმიანობის თვალსაზრისით დიდია", - გვითხრა ნონა ქობალიამ.
ავტორის ქალიშვილი გვიხსნის, რომ როგორც ალიო ქობალიას "მეგრულ ლექსიკონში", ისე ქართულ-მეგრულ ლექსიკონში დაფიქსირებული სიტყვების უდიდესი ნაწილი, ძირითადად, აფხაზეთში, საბედიანოში (ანუ შუასოფელსა და სამურზაყანოში) და სამეგრელოში (ოდიშსა და ლაკადაში) მოძიებულ საველე მასალებს ეფუძნება.
"ცალკე უნდა აღვნიშნო, რომ ლექსიკონში ნაკლებად არის ასახული მარტვილური დიალექტი, რადგან მამას ამ რაიონში არ უმუშავია და ადამიანური და მეცნიერული კეთილსინდისიერების გამო არ იკადრა ლექსიკონში სხვისი მაგალითად მისი მეგობრის ბატონ გივი ელიავას მოძიებული მასალები შეეტანა. აღარაფერს ვამბობ ოთარ ქაჯაიას ლექსიკონზე, რადგან როცა მისი მამას მეგრული ლექსიკონი გამოიცა, ბატონი ოთარის ლექსიკონი გამოცემული არ იყო და რომც სდომებოდა ვერ გამოიყენებდა. ორივე შესანიშნავი ლექსიკონია სხვათა შორის", - ამბობს ის.
ქართულ-მეგრული ლექსიკონი შედგენილია მეგრული ენის არ ან ნაკლებადმცოდნე მკითხველისთვის. შესაბამისად, მეგრული ნაწილი გარკვეულწილად უფრო ადაპტირებულია ვიდრე "მეგრულ ლექსიკონი".
"მამას ლექსიკონში ბევრი სალექსიკონო ერთეული ამოფესვილია როგორც საველე მასალებიდან, ისე ნასაზრდოებია მეგრულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიულ მასალებში დაფიქსირებული, ენათმეცნიერთა მიერ დამოწმებული და გაანალიზებული კოლხიზმებით, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებში, კერძოდ, ქართულ ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიაში, სახარების უძველეს თარგმანებში შემონახული ლექსიკიდან და რაც ძალიან მნიშვნელოვანი გვგონია, ერთის მხრივ, აფხაზური ენიდან ნასესხობებით და მეორე მხრივ მეგრული ენიდან აფხაზურში შესული სიტყვების უკუნასესხობებით, ამის გარეშე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ტოპონიმების ახსნა შეუძლებელი იქნებოდა. სხვათა შორის სწორედ ამ მიზეზით აუჯანყდნენ აფხაზები და ნომენკლატურული ქართველი ისტორიკოსებიც დიდ პავლე ინგოროყვას, რომელიც აფხაზური ტოპონიმების განმარტებას მეგრული ენის მეშვეობით ცდილობდა და სავსებით მართებულადაც. მცირედი გამონაკლისის გარდა", - გვიყვება ავტორის ქალიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ალიო ქობალიას ქართულ - მეგრული ლექსიკონის ბაზას წარმოადგენს მისივე "მეგრული ლექსიკონი", რომელიც გამოცემის პირველივე წელს სრული ტირაჟი გაიყიდა.
"აქვე დავძენ, რომ სალექსიკონო ერთეულების რაოდენობა მეგრულ ლექსიკონში 95 ათასია, ხოლო ქართულ-მეგრულ ლექსიკომში ასი ათასს სჭარბობს, წიგნის მოცულობა 1050 გვერდია. მოთხოვნა მეგრული ლექსიკონის ხელმეორე გამოცემაზე დიდია, მაგრამ, ამჯერად ქართულ - მეგრული ლექსიკონის ანუ გამოუცემელი ნაშრომის დასტამბვა ვარჩიეთ და ეს დიდხანს ან საერთოდ ვერ მოხერხდებოდა, რომ არა მეღვინეობა "ხარებას" საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდაჭერა, სამეგრელო-ზემო სვანეთის უკვე ყოფილი და ამჟამინდელი პარლამენტარის, გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას, ასოციაცია "ათინათის" ხელმძღვანელების რუსუდან ყალიჩავასა და გია ხასიას გულისხმიერება და დაინტერესება ამ წიგნის გამოცემით. რედაქტორები მადლობას ვუხდით წიგნის რეცენზენტს თემურ ვეკუას მხარდაჭერისთვის", - თქვა ჩვენთან საუბარში ნონა ქობალიამ.
ავტორის ქალიშვილს დიდი იმედი აქვს, რომ ლექსიკონის გამოცემა ხელს შეუწყობს სრულიად საქართველოს სულიერ ფასეულობათა დაცვის საქმეს, რამდენადაც, მისივე თქმით, ქართველური ენები თავისი სიღრმითა და უნიკალობით უმთავრესი ეროვნული ფასეულობაა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები