რეგიონი
მიუღებელი ფერები - რატომ წაშალეს ცისარტყელა წალენჯიხის ერთ-ერთი სკოლის ფასადიდან

სოფელ ლიის საჯარო სკოლის კედელზე თანასწორობის იდეის გამოსახატად ეს კომპოზიცია 2022 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე ცოტახნით ადრე დაიხატა.

საჭირო სახსრები ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ნახატის ყველაზე ფერადი დეტალი - ცისარტყელა, სკოლის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ნახატის ეს ნაწილი მალევე გადაღებეს.

კომპოზიციის ყველა დეტალი სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული იყო, რაც რადიო "ათინათს" ლიაში მერის წარმომადგენელმა თამთა ფიფიამ და პროექტის კოორდინატორმა ნანა გოგოხიამ დაუდასტურეს.

"პროექტის ფარგლებში მცირე სათემო ინიციატივების განხორციელება იყო დაგეგმილი. ეს ნახატი ადგილობრივი ქალების ინიციატივას წარმოადგენდა, რომელთა შვილებიც ამ სკოლაში სწავლობენ. თვითონ მოიძიეს ნახატი, ყველა საქმის კურსში იყო, სკოლის ადმინისტრაციაც და რესურსცენტრიც. ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა ამ ნამუშევარს, როცა 2022 წლის სასწავლო წელი დაიწყო, ბავშვებს დახვდათ ფერადი კედელი, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია მათში. ცისარტყელა მშობლებისთვის გასხივოსნებულ, მშვიდობიან მომავალთან ასოცირდებოდა. ვიმედოვნებ,რომ გაუგებრობა იყო და უკეთეს ნახატს შექმნიან ადგილზე", - უთხრა რადიო "ათინათს" პროექტის კოორდინატორმა ნანა გოგოხიამ.

სოფელ ლიაში მერის წარმომადგენელმა თამთა ფიფიამ გვითხრა, რომ სკოლის დირექციისგან მალევე შეიტყო გადაწყვეტილებაზე, რომ ნახატიდან ცისარტყელა უნდა წაეშალათ. უთხრეს, რომ ცისარტყელას ფერები ადმინისტრაციისთვის გამაღიზიანებელი და მიუღებელი აღმოჩნდა.

"ეს იყო სათემო პროექტი, თემად ავირჩიეთ გენდერული თანასწორობა. კედელზე დავხატეთ წიგნების გორა, რომელზეც თანაბარ სიმაღლეზე დგანან გოგო და ბიჭი. ცისარტყელა თავიდან იყო მიხატული, მაგრამ გადაიშალა. ვერ გეტყვით, რატომ წაშალეს... სკოლის ინიციატივა იყო. სკოლასთან შეთანხმებული იყო ნახატის ყველა დეტალი. როცა პრეტენზია გაჩნდა, მივიღეთ ჩვენც ინფორმაცია. ცისარტყელას ფერები იყო გამაღიზიანებელი მათთვის, შესაძლოა ცისარტყელას LGBTQ+ თემთან ასოცირება იყო პრობლემა", - თქვა ლიის გამგებელმა.

რადიო "ათინათი" ლიის საჯარო სკოლის დირექტორს ელგუჯა როგავასაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ კედელზე შესრულებული ნახატიდან ცისარტყელას დეტალი სკოლის გადაწყვეტილებით და მშობლების მოთხოვნით წაიშალა. როცა როგავას ამის მიზეზი ვკითხეთ, კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

"დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიხატა. სოფლის გამგებლის ინიციატივით გაკეთდა. ეს ნამუშევარი იყო და ცისარტყელაც იყო დატანილი, მაგრამ არ მოგვეწონა და მოვშალეთ. რა მნიშვნელობა აქვს უკვე რატომ, მოშლილია. ნახატი დავხატეთ იმიტომ, რომ კედლის გაფერადება გვინდოდა, მაგრამ არ მოგვეწონა რაღაც და წავშალეთ. რატომ მეკითხებით ამას, არ მინდა ამ თემაზე საუბარი. არ მოეწონა ზოგ მშობელს და წავშალეთ", - გვითხრა ელგუჯა როგავამ.

ლიის სკოლის კედელზე ცისარტყელის გადაღებვას ნეგატიური კომენტარები მოჰყვა. შესაბამისი ფოტო მოქალაქე ნინო კემულარიამ გამოაქვეყნა. ინტერნეტის მომხმარებლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ცისარტყელის წაშლა დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

სოფელ ლიის საჯარო სკოლის კედელზე თანასწორობის იდეის მატარებელი ნახატი ადგილობრივი ქალების ინიციატივით დაიხატა. პროექტი "ქალთა ფონდი საქართველოსთვის" მხარდაჭერით განხორციელდა.

ცისარტყელას ფერები ლგბტქ თემის სიმბოლოდ საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.