„მოგესალმებით მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, გამომწერეს ინგოროყვას კლინიკიდან. ვაგრძელებ მკურნალობას და რეაბილიტაციას, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, პატივისცემისთვის და გვერდში დგომისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში აქციაზე დაშავებული ზუგდიდელი ახალგაზრდა, ალექსი თირქია.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდის მსვლელობისას, 25- 26 ივნისს, აფხაზურმა მხარემ კვლავ დააყენა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების საკითხი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ გაეროს წარმომადგენლებს გააცნო ახალი წინადადებები, რომლებიც გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე
უკრაინის ომში დეკემბერში დაღუპული ორი მოხალისის ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს. ადამ ლაგვილავა და ნოდარ აბიჟბა რუსეთის მხარეს "პიატნაშკას" ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდნენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის დეკემბერში, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 237 ადამიანს დაუდასტურდა; 1 იანვრიდან პენსია იზრდება; სამეგრელოს კლინიკებში 228 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
33 წლის ზუგდიდელი მამაკაცს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 დეკემბერს გარდაიცვალა, H1N1 ვირუსი აღმოაჩნდა. იგი თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდში სურსათის პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრარულ ბაზარში იყიდება. რამდენად უსაფრთხოა სურსათი, რომელსაც აქ ვყიდულობთ, როგორ აკონტროლებენ მოვაჭრეები პროდუქტის ხარისხს და იციან თუ არა ვისი წარმოებულია პროდუქცია. ვრცლად ქუჩის გამოკითხვიდან შეიტყობთ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტით (173.0 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე - ჯვარში, ასევე, კანთისა და ლეხარჩილეს უბნებში ცეცხლის კერები გასულ ღამეს გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.