უკრაინაში დაღუპული აფხაზი მოხალისეების ცხედრები სოხუმში გადაასვენეს
უკრაინის ომში დეკემბერში დაღუპული ორი მოხალისის ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს. ადამ ლაგვილავა და ნოდარ აბიჟბა რუსეთის მხარეს "პიატნაშკას" ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდნენ.
"ეხო კავკაზას" თანახმად, ცხედრების სამშობლოში გადასასვენებლად "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" თანამშრომლები დონეცკში გაემგზავრნენ.
დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სამი აფხაზი მოხალისე, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა, ავდეევკასთან დაიღუპა. 32 წლის დიმიტრი წვიჟბას ცხედარი სოხუმში მიმდინარე წლის 3 იანვარს გადაასვენეს.
ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, უკრაინის ომში ასევე დაიღუპნენ რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი, რამინ ბახტაძე, ბესლან ტაბაღუა, ნიკიტა ზუხბა და ვიაჩესლავ ნოვიცკი.
მასალის გამოყენების პირობები