ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევენ.
თსუ-ს საარჩევნო კომისიამ ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა - ცირა
ბარამიძე, ლევან გორდეზიანი, გიორგი ანდრიაძე და დარეჯან
თვალთვაძე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან
სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
არჩევნები 18.00 საათზე დასრულდება. საარჩევნო პროცესს 16
ინდივიდუალური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.
მასალის გამოყენების პირობები