13 ივნისის ტრაგედიიდან წლისთავზე სამებაში პანაშვიდი ჩატარდება
13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის თავზე პანაშვიდი აღევლინება.
საკვირაო ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა,რომ
ხვალ სტიქიური უბედურების დროს გარდაცვლილთა სულის
მოსახენიებლად, სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდს გადაიხდიან.
„ხვალ არის ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება
პანაშვიდი“, - აღნიშნა უწმინდესმა.
2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას რამდენიმე
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,მათ შორის იყო ზუგდიდელი მარიამ
ქუთელია.
მასალის გამოყენების პირობები