სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის 1იავრიდან 15 -ის ჩათვლით,
ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოავლინეს. აქედან
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 28, ხოლო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 5 ფაქტი
დაფიქსირდა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 49
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა -
21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 14, ქვემო
ქართლის მასშტაბით - 19, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული
სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 26.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 412 მ3-მდე ხე-ტყე.
მასალის გამოყენების პირობები