ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლა მოქალაქეებისთვის უფასო კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იქნება. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ბაღის დირექტორმა
უთხრა. ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, სატარიფო გეგმასთან დაკავშირებით პასუხს საკრებულოდან ელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ეღირება აქ შესვლა. მანამდე, ითქვა, რომ ბაღის დათვალიერება უფასო იანვრის ბოლომდე იქნებოდა.
სავარაუდო ფასები კი ასე გამოიყურება:
რეზიდენტი -2 ლარი;
არა რეზიდენტი - 5 ლარი;
მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 1 ლარი;
ერთთვიანი ინდივიდუალური პაკეტი - 10 ლარი;
ორთვიანი ინდივიდუალური პაკეტი - 25 ლარი;
ერთთვიანი საოჯახო პაკეტი - 15 ლარი;
სამთვიანი საოჯახო პაკეტი - 35 ლარი;
ბაღში შესვლას სოციალურად დაუცველები, ომის ვეტერანები, 10 წლამდე ბავშვები და პენსიონერები, სავარაუდოდ, უფასოდ შეძლებენ.
ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ჯავამ" განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები