საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე
რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
მისივე თქმით, ყველაზე მისაღებ და რელევანტურ კანდიდატურაზე მოხდება
შეჯერება.
"რამდენიმე კანდიდატურა განიხილება ნამდვილად, მათ შორის, არიან
გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო, ქუმსიშვილი და ბახტაძეც“, -
განმარტა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის
დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები