პრემიერი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებაზე საუბრობს
გიორგი კვირიკაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას
ითხოვს. ამის შესახებ მან
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ოქტომბერში გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, უნდა
დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც ევროპული, მაღალი კულტურის მქონე
ქვეყანა და შევძლოთ ისეთი ურთიერთობა, მიუხედავად ყველანაირი
პროვოკაციებისა, რომლებიც შესაძლოა წამოვიდეს და ვიღაცას შეიძლება
მართლაც აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, ჩვენ
გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ ძალას," -
განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე იუსტიციის მინისტრს მიმართა გადახედოს ცივილიზებულ
ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის არსებულ
სასჯელებთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები